24 აპრილი 2024,   12:58
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი მინისტრებს მომავალ კვირას შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მთავრობის წევრებს მომავალ კვირას შეხვედება. პრეზიდენტსა და მინისტრებს შორის საუბარი სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილ აქტივობას შეეხება. 

ზურაბიშვილის თქმით, საერთაშორისო დონეზე საკმაოდ ბევრი მიმართულებაა, რომელზეც გეგმავს, რომ იმუშაოს, მათ შორის იქნება, ვიზის საკითხები.

„მთავარი მიზანი იქნება სწორედ, რომ საქართველო იყოს უფრო აქტიურად წარმოდგენილი მსოფლიო რუკაზე... მაქვს რამდენიმე მიმართულება, სადაც შეგვიძლია ბევრად უფრო აქტიურად ვიყოთ წარმოდგენილი, ერთი არის მაგალითისთვის გარემოს დაცვა, მე უკვე ვახსენე დაა მომავალ კვირას დაგეგმილი არის ასეთი შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რომ ვნახოთ კონკრეტულად როგორ შეიძლება უფრო მეტი უსაფრთხოება მოუტანოს ამ მისიამ, იმ მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს საოკუპაციო ხაზთან. ესეც იქნება ერთ-ერთი თემა, როცა ვიქნები ბრიუსელში და ევროკავშირში, გვექნება შეხვედრები. ეს არის ის მიმართულებები და ნათელი არის, რომ ევროკავშირთან უფრო აქტიური ურთიერთობა, ერთი არის ჩვენი წევრობისკენ მიმართული ნაბიჯები და ამავე დროს ამ პერიოდში სანამ ჩვენ ამას მივაღწევთ, შევსება უფრო მეტი კომპონენტებით, უფრო გააქტიურება ჩვენი ურთიერთობების ევროკავშირთან ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, მისახედი იქნება ვიზების საკითი იმიტომ, რომ ის სტატისტიკა რაც გვაქს, არ არის სახარბიელო,“ - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის თქმით, დიასპორა ცუდად არის ინფორმირებული ორმაგი მოქალაქეობის შესახებ მიღებულ კანონთან დაკავშირებით. სწორედ ამ მიზნით გეგმავს მომავალ კვირას მინისტრებთან შეხვედრას, რათა საინფორმაციო კამპანია სწორად წარიმართოს.

დღის ამბები