26 აპრილი 2024,   00:59
ვრცლად
არსებობს დაცვის მხარის მოწმეებზე ზემოქმედების რისკები - პროკურორი დ.ღ.-ს გათავისუფლებას აფასებს

„მიგვაჩნია და მიგვაჩნდა, რომ არსებობს დაცვის მხარის მოწმეებზე ზემოქმედების გარკვეული რისკები,“- ეს განცხადება პროკურორმა, ბექა ქვარცხავამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-ს გათავისუფლების შემდეგ გააკეთა.

პროკურატურა დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა, რადგან მისი თქმით, არსებობს რისკი, რომ არასრულწლოვნის მხრიდან მოწმეებზე ზეგავლენა განხორციელებულიყო.

საქმესთან დაკავშირებით, დაახლოებით, 90-მდე მოწმე დაიკითხა.

დ.ღ. სასამართლო დარბაზიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. მას პატიმრობა 5000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა. გადაწყვეტილება თითქმის, ერთსაათიანი თათბირის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო. არასრულწლოვანს ექვსთვიანი საპატიმრო ვადა 19 იანვარს ეწურებოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები