23 მარტი 2019,   17:28
ვრცლად
„არა მარტო დ.ღ, არამედ იქ მყოფი ყველა ბავშვი იყო დასაკავებელი" - ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს გათავისუფლების შემდეგ, მოკლული დავით სარალიძის მამამ პირველი კომენტარი გააკეთა.

ზაზა სარალიძის ინფორმაციით, მხოლოდ დ.ღ. არ იყო დამნაშავე ცრუ ჩვენების მიცემაში. მისი თქმით, მკვლელობის ძირითადი საქმის განხილვისას, თითქმის, ყველა არასრულწლოვანმა სასამართლოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. 

მოკლული დავით სარალიძის მამა დამნაშავეების დასჯას ითხოვს. 

„არა მარტო დ.ღ., არამედ იქ მყოფი ყველა ბავშვი იყო დასაკავებელი და პასუხისგებაში მისაცემი, იქიდან გამომდინარე, რომ ყველამ ძალიან კარგად დაინახა ყველაფერი, ყველა იტყუება, იტყუებოდნენ პროცესსა და წინასაგამოძიებო მოქმედებების დროსაც. რის საფუძველზე იყო მოტყუება და ჩვენების შეცვლა, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მოვა დრო და აუცილებლად აეხდება ფარდა. ეს დააშინეს, მოისყიდეს, თუ თავიანთი მენტალობიდან გამომდინარე, საუბრობენ ტყუილებს. მხოლოდ დ.ღ.-ს დაკავება იმიტომ მოხდა, რომ ერთადერთი დაბალი ღობე ნახა ხელისუფლებამ, რასაც თავად ეძახიან, რომ უპატრონო ადამიანი იყო, რატომ არ არის იქ კონკრეტული პირები, თუნდაც, „ოცნების“ ერთ-ერთი დეპუტატის შვილი, რომელიც პირდაპირ უყურებდა ამ მკვლელობას და საერთოდ ხმა არ ამოიღო და შეცვალა ჩვენები და მოიტყუა. რატომ არ არიან დაკავებულები ფულიანი მამიკოს ბიჭები?“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნი დ.ღ. სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. დ.ღ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები