19 აპრილი 2024,   04:05
ვრცლად
ბოლო 24 საათის განმავლობაში, გრიპის ვირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, გრიპის ვირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა.

დღის ბოლოს, ცნობილი გახდა, რომ თბილისში 60 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზიც H1N1 ტიპის ვირუსი გახდა.

დავით დალაქიშვილი წარმოშობით კასპიდან იყო, თუმცა ის თბილისში ცხოვრობდა, როგორც ოჯახის წევრი ამბობს, მამაკაცი შეუძლოდ  გახდა, რამდენიმე დღის წინ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ე.წ. ღორის გრიპით დღეს 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა ბათუმში. ამავე დიაგნოზით გარდაიცვალა 28 წლის ჩოხატაურელი ახალგაზრდა ქუთაისის საავადმყოფოში.

დღეს გრიპის ვირუსის გამო გარდაცვლილთა რაოდენობის გაზრდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმაც დაადასტურა, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ავადობის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, ქვეყანაში ეპიდემია არ არის.

პრემიერის გადაწყვეტილებით, ყველა პაციენტი ექიმის დანიშნულებით პრეპარატ ტამიფლუს უფასოდ მიიღებს.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით კი ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ამბოლატორიულ მომსახურებას სახელმწიფო სრულად დაუფინანსებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები