20 აპრილი 2024,   08:50
ვრცლად
3 გარდაცვლილი ერთ დღეში - ე.წ. ღორის გრიპით დაინფიცირებული პაციენტების გადარჩენა შეუძლებელი გახდა

3 გარდაცვლილი მხოლოდ ერთ დღეში - H1N1-ის ვირუსით დაინფიცირებული პაციენტების გადარჩენა შეუძლებელი გახდა. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ე.წ. ღორის გრიპს სამი ადამიანი ემსხვერპლა. მედიკოსების მტკიცებით, სამივე შემთხვევა დაგვიანებულ მიმართვას და გრიპის შემდგომ გართულებებს უკავშირდება. ორი ფაქტი უკვე ლაბორატორიულად დადასტურდა. მესამე გარდაცვლილის სისხლში კი A ტიპის ვირუსის არსებობას ოჯახში ადასტურებენ.

ქვეყანაში ანტივირუსული პრეპარატებისა და პირბადეების დეფიციტია. აფთიაქებში არც „ტამიფლუს“ ყიდვაა შესაძლებელი, რიგებია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზეც.

ჯანდაცვის მინისტრი სააფთიაქო ქსელში ანტივირუსული პრეპარატების დეფიციტს არ ადასტურებს. დავით სერგეენკოს განცხადებით, ხვალიდან მედიკამენტი „ტამიფლუ“ უფასოდ გაიცემა. პრეპარატის მისაღებად აფთიაქში მხოლოდ ფორმა 100-ის წარდგენა იქნება აუცილებელი. ხვალიდანვე უფასო უნდა გახდეს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურეობაც.

ყოველდღიური ფატალური შემთხვევების მიუხედავად, დაავადებათა კონტროლის ცენტრში ირწმუნებიან, რომ H1N1-ით დაინფიცირების შემთხვევები იანვარში შემცირებულია. სპეციალისტების მტკიცებით, ქვეყანაში არც ეპიდემიის საფრთხე არსებობს.

ე.წ. ღორის გრიპის ახალ ტალღას ექიმები თებერვალში ელოდებიან.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები