25 აპრილი 2024,   16:15
ვრცლად
არ მაქვს მოვალეობა, რომ პოლიტიკური პარტიების გამაერთიანებელი ვიყო - სალომე ზურაბიშვილი

„შერიგება და ყველასი პრეზიდენტობა უფრო ეხება საზოგადოებას, ვიდრე მაინც და მაინც, პოლიტიკურ პარტიებს,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ზურაბიშვილის თქმით, თუ მზაობა იქნება, ის ყველა პარტიასთან ითანამშრომლებს. თუმცა, ის განმარტავს, რომ პოლიტიკური პარტიების გაერთიანება მის მოვალეობაში არ შედის.

„მე ყველასთან ვაპირებ თანამშრომლობას, მაგრამ ამისთვის უნდა იყო ორი, ორივე მხარე უნდა იყოს ამისთვის მზად. სხვათა შრის, ჩემი გაგებით, შერიგება და ყველასი პრეზიდენტობა უფრო ეხება საზოგადოებას, ვიდრე მაინც და მაინც, პოლიტიკურ პარტიებს. მე არ მაქვს, როგორც მოვალეობა, რომ პოლიტიკური პარტიების გამაერთიანებელი ვიყო, თუმცა, ვარ მზად, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან მქონდეს ურთიერთობა, სხვათა შორის, ყველა მოწვეულ იქნა ჩემს ინაუგურაციაზე, ყველას დაეგზავნა მოლოცვის წერილები. მაგრამ ის, ვინც არ მაღიარებს, იმას რა ვუყო, არ ვიცი,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები