22 აპრილი 2019,   15:14
ვრცლად
ხაჭაპური მსოფლიოს საუკეთესო კერძების ასეულში ლიდერია

ხაჭაპური მსოფლიოს საუკეთესო კერძების ასეულში ლიდერია - ქართულმა კერძმა კულინარიული ვებგვერდის მომხმარებელთა მაქსიმალური შეფასება მიიღო და პირველ ადგილსაც იკავებს.

ამ დროისთვის აჭარული ხაჭაპური 543-მა ადამიანმა გამოარჩია და მაქსიმალური 5 ქულა დაუწერა. გამოკითხვის მიხედვით, ხინკალს 61 ხმა აქვს, მესამე ადგილზე იმერული ხაჭაპურია. შემდეგი და თანაბარი შეფასებით, ღომი და ლობიანია.

TASTEATLAS-ის რეიტინგებში ის კვების ობიექტებიც მოხვდა, რომლებიც მომხმარებელთა აზრით, საუკეთესო აჭარულ ხაჭაპურს ამზადებენ.

დღის ამბები