19 აპრილი 2024,   05:25
ვრცლად
ირაკლი კობახიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს, ხვდება.

შეხვედრა პარლამენტის შენობაში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-კაციან სიას, რომელიც პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს წარუდგინა, მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვა. დეკემბრის ბოლოს საკითხის განხილვა გადაიდო, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე და მისი გუნდი იუსტიციის საბჭოს მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდნენ. რამდენიმე დღის წინ კი ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება ფართო მსჯელობის საფუძველზე მოხდება, რომელშიც დაინტერესებული მხარეები ჩაერთვებიან. 

 

 

ფოტო არქივიდან

დღის ამბები