20 აპრილი 2024,   10:10
ვრცლად
ოტავაში პიკის საათის დროს ორსართულიანი სამგზავრო ავტობუსი გაჩერებაზე შევარდა - დაღულია 3 ადამიანი

ოტავაში პიკის საათის დროს ორსართულიანი სამგზავრო ავტობუსი გაჩერებაზე შევარდა. შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა. 10-მდე მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

სამართალდამცველებმა ავტობუსის მძღოლი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს, თუმცა, დაკითხვის დეტალები ამ დრომდე უცნობია.

უცნობი რჩება კატასტროფის გამომწვევი ზუსტი მიზეზიც. ერთ-ერთ ვერსიად უამინდობა სახელდება. ამ დროისთვის კანადის დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა -22 გრადუსს აღწევს.  

დღის ამბები