23 აპრილი 2024,   12:49
ვრცლად
"ზურაბიშვილი უფრო ფრანგ პენსიონერად გრძნობს თავს, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტად" - გია ხუხაშვილი

„სალომე ზურაბიშვილი უფრო ფრანგ პენსიონერად გრძნობს თავს, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტად,“ - ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილის პირველ პრესკონფერენციას.

ზურაბიშვილის გუშინდელი გამოსვლა ხუხაშვილმა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის ქვეყანაზე პასუხისმგებლობას არ იღებს. პოლიტოლოგის აზრით, პრეზიდენტი გარკვეული თემებით "თმაშობს".

„ამბობს, რომ არანაირი სახელმწიფოებრივი თემები მას არ ეხება, მაგრამ იქ, სადაც თვლის, რომ მას შეეხნენ, იქ მზად არის, რომ შემზღუდველი ღონისძიებების გატარებაში მიიღოს მონაწილეობა. პრიორიტეტები მისი არის უფრო პირადი. ის არ იღებს პასუხისმგებლობას ამ ქვეყანაზე, შემოსავალსაც არ აიღებს, უფრო ფრანგ პენსიონერად გრძნობს თავს, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტად. მან, ერთი მხრივ, ხელები დაიბანა, მაგრამ თქვა, რომ სათამაშოდ მას რაღაც საკითხები სჭირდება და ამ საკითებით ითამაშებს. ითამაშებს სიტყვის თავისუფლების თემით, ითამაშებს იმით, რომ თითქოს, ის ხალხის არჩეული პრეზიდენტია. ანუ იპოვა კარგი სათამაშო - პრეზიდენტის კაბინეტი,“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა.

პრეზიდენტი ჟურნალისტებს არწმუნებდა, რომ პოლიტიკური ფიგურა არ არის და საკუთარი აზრი მნიშვნელოვან საკითხებზე არა აქვს.

სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ კანონზე ისაუბრა, რომელთან დაკავშირებით მუშობა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მუშაობა უკვე დაიწყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები