მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნისთვის სახელის შეცვლის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. საკონსტიტუციო ცვლილებას 120-დან 81 დეპუტატი მიემხრო.
ამიერიდან ქვეყანას "ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა" ეწოდება.
სწორედ ქვეყნის სახელწოდების გამო, საბერძნეთთან 27 წლის განმავლობაში არსებული დავა უშლიდა ხელს ოფიციალურ სკოპიეს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაში.
კენჭისყრა ქვეყნის პარლამენტში ოპოზიციონერი ნაციონალისტების ბოიკოტისა და საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა.
ახლა ორ ქვეყანას შორის დადებული გარიგება საბერძნეთის პარლამენტმაც უნდა დაამტკიცოს.