19 იანვარი 2019,   05:16
ვრცლად
"პირველი გამოსვლით თავი წარმოაჩინა, როგორც ნეიტრალურმა უმაღლესი თანამდებობის პირმა" - კობახიძე პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლაზე

"პრეზიდენტმა თავისი პირველი გამოსვლით თავი წარმოაჩინა, როგორც ნეიტრალურმა უმაღლესი თანამდებობის პირმა, რაც სრულად შეესაბამება მის კონსტიტუციურ ფუნქციას," - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე ჟურნალისტებთან გუშინ პრეზიდენტის მიერ ყველა კითხვაზე "არ ვიცი, მე არ მეხება" კომენტარის გაკეთებას.   

„ჩემგან არ იქნება სწორი პრეზიდენტის შეფასება. ზოგადად შემიძლია აღვნიშნო, რომ მან სხვადასხვა საკითხებზე სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან ისაუბრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მან თავისი პირველი გამოსვლის დროს თავი წარმოაჩინა, როგორც ნეიტრალურმა უმაღლესი თანამდებობის პირმა, რაც სრულად შეესაბამება მის კონსტიტუციურ ფუნქციას. მე მოვისმინე ასევე ოპოზიციის შეფასებები და ეს შეფასებები არის ძალიან სამწუხარო, რადგან ისინი უნდა გაუფრთხილდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტს. ის განცხადებები, რომელიც ისმოდა ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გუშინდელი დღის განმავლობაში, ნამდვილად არ შეუწყობს ხელს პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერებას. თუმცა, მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია მომავალში სხვაგვარად შეხვდება პრეზიდენტის გამოსვლებს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები