25 აპრილი 2024,   06:14
ვრცლად
პარიზის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა

პარიზის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულებს შორის სამი მეხანძრეა.

ამის შესახებ ინფორმაციას მედია პარიზის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

შემთხვევის ადგილზე საფრანგეთის შს მინისტრი, კრისტოფ კასტანერი, მივიდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ადგილობრივი დროით, დაახლოებით, დილის 9 საათზე, პარიზის ცენტრში, ტრევიზის ქუჩაზე, მდებარე საფუნთუშეში მძლავრი აფეთქება მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ადგილი ჰქონდა გაზის გაჟონვას.

დღის ამბები