დღეს, 23:30 საათზე, კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე მოძრაობა შეიზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა ე.წ. ვარკეთილის ხიდების აღდგენა-რეკონსტრუქციის ფარგლებში მოხდება.
ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით ნებადართული იქნება სავალი გზის საპირისპირო ზოლში. შეზღუდვა მიმდინარე წლის 13 იანვარამდე იმოქმედებს.