20 აპრილი 2024,   05:21
ვრცლად
ვანში სამართალდამცავები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

სამართალდამცველებს შორის ვანის ერთ-ერთ რესტორანში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ.

ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო.

ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს ამ დროისთვის სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეჩერებული აქვთ.

 

დღის ამბები