16 აპრილი 2024,   12:05
ვრცლად
ხიდისთავის მოსახლეობამ სასმელი წყლის მიწოდების მოთხოვნით გზა გადაკეტა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის მოსახლეობამ, სასმელი წყლის არქონის გამო, გორი-მცხეთის გზა გადაკეტა და ხელისუფლებისგან პრობლემის მოგვარებას ითხოვდნენ. თუმცა, პოლიციამ მათი დაშლა ისე მოახერხა, რომ მათ ხელისუფლების პასუხი ვერ მიიღეს.  

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ უკვე 2 კვირაა, სასმელი წყალი საერთოდ არ მიეწოდებათ. თუმცა, წყალი მანამდეც პრობლემურად მიეწოდებოდათ. მათი თქმით, პრობლემა არასწორმა პროექტირებამ შექმნა.    

მოსახლეობა გზის გახნას გუბერნატორთან შეხვედრის პირობით თანხმდებოდა და აცხადებდნენ, რომ ვიდრე წყლის მიწოდების პირობას არ მიიღებდნენ, გზას არ გახსნიდნენ. თუმცა, პოლიციამ მათი დაშლა და გზის გახნა ისე მოახერხა, რომ აქციის მონაწილეებთან ხელისუფლებიდან არავინ მისულა.   

 

 

დღის ამბები