19 აპრილი 2024,   01:10
ვრცლად
"კონკურსის გარეშე შერჩეული და დასახელებული კანდიდატურები სანდო ვერ იქნება" - ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეთა 10-კაციან სიაზე

„შუალედური გამარჯვება“ - ასე აფასებს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, მოსამართლეთა 10-კაციან სიასთან დაკავშირებით პარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს.

ნაზი ჯანეზაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შორის გამართული შეხვედრა საგანგებო ბრიფინგზე შეაფასა.

ნაზი ჯანეზაშვილი ანა დოლიძესთან ერთად გეგმავს, რომ პარლამენტს წარუდგინოს კანდიდატურების შერჩევის მოდელი.

ჯანეზაშვილი ასევე მოითხოვს ინტერესთა კონფლიქტის სტანდარტის შემუშავებას, რადგან მისთვის მიუღებელია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა საკუთარი კანდიდატურები დაასახელონ უვადოდ გამსამწესებელ მოსამართლეთა შორის.

„აუცილებლად უნდა გამოცხადდეს კონკურსი, კონკურსის გარეშე შერჩეული კანდიდატურები და ამ ფორმით დასახელებული კანდიდატურები, ბუნებრივია, სანდო ვერასოდეს ვერ იქნება. მეორე, აუცილებელია და საჭიროა, რომ შეიქმნას ფილტრი, ვიდრე იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეარჩევს კანდიდატურებს, აუცილებლად შეიქმნას იმ კანდიდატურების გადარჩევის ფილტრი, რომელებიც მიმართავენ. მე და ანა დოლიძე  უახლოეს მომავალში ერთად შევთავაზებთ სქემას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ინტერესთა კონფლიქის სტანდარტები შემუშავდეს. მე მიმაჩნია, რომ გიორგი მიქაუტაძე და გვრიტიშვილი არ უნდა იყვნენ კანდიდატურები, რადგან ისინი არიან საბჭოს წევრები, რადგან ისინი წარმოადგენენ ორგანოს, რომელიც ახდენს ნომინირებას კანდიდატურებისა და აქ არის ინტერესთა კონფლიქტი ფართო გაგებით,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ირაკლი კობახიძემ მიქაუტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ არ გამორიცხა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ წარდგენილ სიას მხარი არ დაუჭიროს, რის გამოც უვადოდ გამსამწესებელი მოსამართლეთა კანდიდატურები ჩავარდება. კობახიძის თქმით, შემუშავებული იქნება მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის ისეთი პროცედურა, რომელსაც უკვე წარდგენილი კანდიდატებისთვის უკუძალა ექნება. 

დღის ამბები