19 აპრილი 2024,   03:58
ვრცლად
„სპეცოპერაცია მურუსიძის სიის გადასარჩენად“ - რომან გოცირიძე მოსამართლეთა 10-კაციან სიაზე

„სპეცოპერაცია მურუსიძის სიის გადასარჩენად,“ - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, მოსამართლეთა 10-კაციან სიასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს.

რომან გოცირიძე მოსამართლეთა სიის ჩაგდებას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ამას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ექნება.

დეპუტატის თქმით, მმართველი პარტიის არცერთი წევრი არ გამორიცხავს, რომ წარდგენილი სიიდან რომელიმე მოსამართლე მომავალში კვლავ უვადოდ გამსამწესებელ კანდიდატთა რიგებში მოხვდეს.

„ეს არის შემოვლითი გზით ამ სიის ან მისი ნაწილის გათრევა პარლამენტში. ახლა მიმდინარეობს თვალის ახვევა, ეს არის სპეცოპერაცია, რომელიც შეიძლება, დავახასიათოთ ასე - სპეცოპერაცია მურუსიძის სიის გადასარჩენად. ვერ შემოვიდნენ კარებიდან, ახლა უნდათ შემოაძვრინონ ფანჯრიდან. უნდათ, ვითარება დროებით განმუხტონ. შეიძლება, ეს სია გაიწვიონ, პარლამენტმა ფორმალურად ჩააგდოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, არ ამბობს მმართველი უმრავლესობა, რომ ამ სიის ყველა წევრი, ათივე, არ იქნება არასდროს წარმოდგენლი პარლამენტში,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები