პარიზის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა. დაშავებულთა რიცხვი კი 40-მდე გაიზარდა. მათგან ათამდე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე საფრანგეთის შს მინისტრი, კრისტოფ კასტანერი და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ედუარ ფილიპი, მივიდნენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ადგილობრივი დროით, დაახლოებით, დილის 9 საათზე, პარიზის ცენტრში, ტრევიზის ქუჩაზე, მდებარე საფუნთუშეში მძლავრი აფეთქება მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ადგილი ჰქონდა გაზის გაჟონვას.