23 აპრილი 2024,   16:42
ვრცლად
დაპირისპირება სამართალდამცავებს შორის - საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ვანში სამართალდამცველებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ინციდენტი ვანის რაიონში მდებარე რესტორან მასპინძელოში მოხდა, სადაც,  არსებული ინფორმაციით, ვანის პოლიციის უფროსის მოადგილემ, კობა დვალიშვილმა, პროკურორი და მასთან ერთად მყოფი პირი სცემა.

რესტორნის მფლობელები ყვებიან, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება რესტორნის ტერიტორიაზე არ მომხდარა და ჩხუბი სამართალდამცველებს შორის, გარე პერიმეტრზე დაიწყო.

„რესტორანში სუფრაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ფიზიკურად ვანის პოლიციის უფროსის მოადგილე და პროკურატურის წარმომადგენლები, სადაც მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება ერთმანეთის მიმართა და იმ დროს, როდესაც ქვეყანაში კრიმინალი მძვინვარებს, რეგიონში უმძიმესი მდგომარეობაა ამ მიმართულებით და ძალოვანი უწყებები დაკავებულები იყვნენ კრიმინალთან ბრძოლით და ამ ფაქტების გახსნით, ერთმანეთთან ანგარიშსწორებით არიან ისინი დაკავებული და ეს ნათლად მიუთითებს, რა უმძიმეს მდგომარეობაშია დღეს ჩვენი სამართალდამცავი სისტემა ჩაფლული,“ - განაცხადა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გიგა შუშანიამ.

ინციდენტში მონაწილე ძალოვანებს სამსახურებრივი უფლებამოსილება უკვე შეუჩერდათ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე - ძალადობის, მუხლით დაიწყო.

დღის ამბები