24 აპრილი 2024,   16:22
ვრცლად
"იმედია, განმარტებებს მივიღებთ" - საგარეო უწყების წარმომადგენელი ხაჯიმბას ვენესუელის პრეზიდენტთან შეხვედრას აფასებს

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტისა და ვენესუელის პრეზიდენტის შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა შეაფასა.

ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, ქართულმა მხარემ ელსალვადორის მხარესთან კომუნიკაცია უკვე დაამყარა და იმედოვნებს, რომ უმოკლეს ვადებში შესაბამის განმარტებებს მიიღებს.

მისი განცხადებით, ჩვენი ქვეყანა შარშან ვენესუელაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს, რადგან ის დემოკრატიული არ იყო.

„საქართველო გასულ წელს ვენესუელაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს, რამდენადაც ეს არჩევნები იყო არადემოკრატიული. საერთაშორისო თანამეგობრობამ ასევე გააკრიტიკა ინაუგურაცია, რომელსაც ქვეყნების მცირე რაოდენობა დაესწრო. სწორედ ამ ღონისძიებით ისარგებლეს დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ისინი რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელს შეხვდნენ, გაშუქდა ელსალვადორის პრეზიდენტთან შეხვედრა, რაზეც ქართულმა მხარემ ელსალვადორის მხარესთან კომუნიკაცია დაამყარა და იმედია, მოკლე ვადებში შესაბამის განმარტებებს მივიღებთ,“ -  განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ვენესუელას პრეზიდენტს შეხვდა. რაულ ხაჯიმბა სალვადორში იმყოფება, სადაც ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არაღიარებულ სანჩეს სერენოსთან ერთად, აფხაზი და სალვადორელი ხალხის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე საუბრობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები