25 ივნისი 2019,   21:01
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა ნუცუბიძის ქუჩაზე - დაშავებულია ოთხი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა ნუცუბიძის ქუჩაზე - დაშავებულია ოთხი ადამიანი. დაშავებულთა შორის ორი ინდოეთის მოქალაქეა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

დღის ამბები