18 აპრილი 2024,   04:12
ვრცლად
პარიზში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებულთა შორის ქართველები არ არიან

პარიზში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებულთა შორის ქართველები არ არიან.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის საქართველოს საკონსულოში არანაირი შეტყობინება არ შესულა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით პარიზის ცენტრში ტრევიზის ქუჩაზე მდებარე საფუნთუშეში მძლავრი აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. 10 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 22 ადამიანი მსუბუქად არის დაშავებული. ერთ-ერთი ვერსიით, ადგილი ჰქონდა გაზის გაჟონვას. მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

დღის ამბები