19 მარტი 2019,   14:47
ვრცლად
მოსამართლეთა სადავო კანდიდატურები - მმართველი პარტია სიის განახლების ერთ-ერთ ვერსიად მის განზრახ ჩაგდებას განიხილავს

უვადოდ გამსამწესებელი მოსამართლეთა სია კვლავ მწვავე კრიტიკის საგანია. სადავო სიის განახლების ერთ-ერთ ვერსიად მმართველი პარტია მის განზრახ ჩაგდებას განიხილავს.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, განცხადებით, პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ახალ რეგულაციებს დაადგენს და იუსტიციის საბჭოს განახლებული სიის წარდგენა მოუწევს.

გიორგი მიქაუტაძე ადასტურებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მზად არის, ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავების პროცესში ჩაერთოს.

მმართველი პარტიის ახალ გეგმებს პოლიტიკური ოპონენტები სიის გადასარჩენ სპეცოპერაციად მოიხსენიებენ. საპარლამენტო ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ოცნება მისთვის სასურველ მოსამართლეებზე უარს მაინც არ იტყვის და მათ უზენაეს სასამართლოში შემოვლითი გზით განამწესებს.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ახალი გეგმით ძველის შეფუთვას ცდილობს და ახალი რეგულაციების დაწესების შემდეგ, მოსამართლეთა განახლებულ სიაში კვლავ იგივე გვარები მოხვდება.

სასამართლო სისტემის რეფორმირების სამუშაო ჯგუფი, რომელმაც ახალ საკანონმდებლო რეგულაციებზე უნდა იმსჯელოს, თვის ბოლოს შეიკრიბება.

დღის ამბები