25 აპრილი 2024,   01:15
ვრცლად
დიდ ეკრანზე საოპერო წარმოდგენები - ანიტა რაჭველიშვილის შესრულებით "აიდას" მაყურებელი "ამირანში" იხილავს

დიდ ეკრანზე საოპერო წარმოდგენები - ანიტა რაჭველიშვილის შესრულებით "აიდას" მაყურებელი "ამირანში" იხილავს. 

ამნერისი ქართველი მეცო სოპრანოს შესრულებით უცხოურმა მედიამ ერთ-ერთ საუკეთესოდ უკვე აღიარა. ანიტა რაჭველიშვილის ამ პარტიაზე გამოცემები წერენ, რომ ვერდის ოპერას სწორედ ამნერისი უნდა ერქვას.

მეტროპოლიტენ ოპერაში 2018 წლის შემოდგომაზე დადგმული ვერდის აიდა კინოთეატრს ამირანში მხოლოდ ერთი დღით, 15 იანვარს იქნება ნაჩვენები.

ჯუზეპე ვერდის აიდაში ამნერისის პარტია ანიტა რაჭველიშვილმა პირველად მიჩიგანის ოპერის თეატრში შეასრულა. მას შემდეგ ქართველმა მომღერალი სხვადასხვა თეატრის სასურველი სტუმარი გახდა.

გადატვირთული რეჟიმის მიუხედავად, ანიტა რაჭველიშვილს სურს, რომ სამშობლოს ზაფხულში ესტუმროს და რამდენიმე კონცერტიც გამართოს.

დღის ამბები