19 აპრილი 2024,   05:29
ვრცლად
შეერთებულ შტატებში დიდთოვლობას ებრძვიან

შეერთებულ შტატებში დიდთოვლობას ებრძვიან. ძლიერი ქარბუქი, თავდაპირველად, ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებს დაატყდა თავს, ახლა კი ვაშინგტონამდე მიაღწია.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დედაქალაქში, სადაც ე.წ. შათდაუნის გამო სამთავრობო უწყებების უმეტესობა დაკეტილია, თოვლის საფარის სიმაღლე 20 სანტიმეტრს გადააჭარბებს.

ამ დროისთვის სტიქიამ ყველაზე მეტად მისურის შტატი დააზარალა. უამინდობის გამო გამოწვეულ ავტოსაგზაო შემთხვევებს რეგიონში სამი ადამიანი ემსხვერპლა. შეფერხებულია აეროპორტის მუშაობაც.

დღის ამბები