20 აპრილი 2024,   08:10
ვრცლად
ზვავი ავსტრიაში - სტიქიას სამი ადამიანი ემსხვერპლა 

ავსტრიაში ზვავის ჩამოწოლას სამი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სამთო-სათხილამურო კურორტ ლეხამ-არლბერგის მახლობლად მოხდა. გარდაცვლილები გერმანიის მოქალაქეები არიან, კიდევ ერთი ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

28 წლის მამაკაცის ძებნის ოპერაცია ზვავსაშიშროების გამო შეწყდა. ავსტრიაში უკვე ერთი კვირაა, რეკორდული დიდთოვლობაა. ქვეყანაში თოვლის საფარის სიმაღლე სამ მეტრს აღწევს.

დიდთოვლობაა ევროპის სხვა ქვეყნებშიც. სტიქიას კონტინენტზე, ბოლო მონაცემებით, 24 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები