20 აპრილი 2024,   17:08
ვრცლად
თბილისში ავტომანქანის ქურდობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა თბილისში ავტომანქანის ქურდობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 8 იანვარს ვარკეთილში, სხვისი ნივთის ფარულად დაუფლების მიზნით, ავტომობილის საქარე მინა დააზიანა. ის სამართალდამცველებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც მანქანის სალონში შეღწევას ცდილობდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს

 

დღის ამბები