20 აპრილი 2024,   07:01
ვრცლად
ცილისწამების შესახებ კანონში დაანონსებული ცვლილებები - არასამთავრობოები მკაფიო განმარტებებს ითხოვენ  

ცილისწამების შესახებ კანონში დაანონსებული ცვლილებები - კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის“ მკაფიო განმარტებებს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების პირველი პირების მიერ გაკეთებული განცხადებები ცილისწამებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ბუნდოვანია.

მესამე სექტორის წარმომადგენლები ზოგადი განცხადებების უკან სიტყვის თავისუფლების მაღალი სტანდარტის შეზღუდვის რისკს ხედავენ. ცვლილების საჭიროებაზე დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემაც ისაუბრა. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ცილისწამებისთვის კანონით ახლაც შესაძლებელია სასამართლოში დავა. 

პრეზიდენტმა ორი დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ცილისწამების შესახებ მიღებული უნდა იყოს ისეთი კანონი, რომელიც ადამიანის ღირსებას დაიცავს და არ სიტყვის თავისუფლებას შეზღუდავს. მანამდე სალომე ზურაბიშვილმა 2019 საახალწლო მილოცვა ამ თემაზე საუბრით დაიწყო.

პარლამენტის თავმჯდომარემ კი დააანონსა, რომ ცილისწამების კუთხით საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობას მმართველი გუნდი საგაზაფხულო სესიაზე დაიწყებს.

საკითხზე უფრო დეტალურ განმარტებებს ხელისუფლება არ აკეთებს. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ სიგნალი საგანგაშოა და „ქართული ოცნება“ ახალი რეგულაციებით კრიტიკული აზრის გაკონტროლებას შეეცდება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები