25 აპრილი 2024,   09:47
ვრცლად
ნაღმები საქართველოს ტერიტორიაზე - სასაზღვრო სოფელში ადამიანები ჭურვებმა იმსხვერპლეს

საქართველოს ტერიტორიაზე დატოვებული ნაღმები - სასაზღვრო სოფელ ქირაჩ-მუღანლოს მცხოვრებლების თქმით, მათი საძოვრები ჯერ კიდევ ყარაბაღის კონფლიქტის დროს აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დანაღმეს.

ადგილობრივების განცხადებით, მას შემდეგ იქ სრულყოფილი განაღმვითი სამუშაოები არ ჩატარებულა.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ბოლო სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ქირაჩ-მუღანლოში ცხოვრება ადგილობრივებისთვის საშიშია.

რამდენიმე ადამიანი და ათობით მსხვილფეხა საქონელი აზერბაიჯანელების მიერ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დროს ქართულ მიწაზე ჩაყრილმა ჭურვებმა უკვე იმსხვერპლა. დანაღმული ტერიტორიების პრობლემა სოფელში მცხოვრებ, თითქმის, ყველა ოჯახს შეეხო.

პრობლემის შესახებ იციან თავდაცვის უწყებაში, თუმცა რატომ ვერ ხერხდება შეთანხმება მეზობელ სახელმწიფოსთან და ტერიტორიის განაღმვა, ოფიციალური განმარტება არ კეთდება.

 

ავტორი: ჯეიხუნ ნარზალოვი. 

დღის ამბები