23 აპრილი 2024,   12:05
ვრცლად
ტრამპი პუტინთან მოლაპარაკებების შინაარსს მალავს - ბრალდებები აშშ-ის პრეზიდენტის მისამართით

ბოლო 24 საათში „ვაშინგტონ პოსტი“ უკვე მეორე ამერიკული გაზეთია, რომელმაც დონალდ ტრამპს უმძიმესი ბრალდება წაუყენა. გავლენიანი გამოცემა თეთრი სახლის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუს კოლეგასთან მოლაპარაკების შინაარსს მალავს.

"ვაშინგტონ პოსტის" ცნობით, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის 5 შეხვედრიდან არ არსებობს არც ერთის დეტალური ჩანაწერი, მათ შორის არც ადმინისტრაციის საიდუმლო დოკუმენტებში.

სტატიაში წერია, რომ პრეზიდენტმა 2017 წელს ჰამბურგში რუსეთის ლიდერთან გამართული ორსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, თარჯიმანს სამუშაო ჩანაწერებიც კი ჩამოართვა.

ბრალდებას დონალდ ტრამპი კატეგორიულად უარყოფს. პრეზიდენტმა სტატიის გამოქვეყნების შემდეგ სატელეფონო ინტერვიუ „ფოქსნიუსს“ მისცა და მედია მხოლოდ მისი და რუსეთის ლიდერის შეხვედრებით დაინტერესებაში დაადანაშაულა. ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ოფიციალურ მოსკოვთან შეთანხმება არ არსებობს.

მალავს თუ არა დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დეტალებს, ამის გარკვევას კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი შეეცდება. 

"ვაშინგტონ პოსტის" სტატიას წინ უძღოდა "ნიუ იორკ თაიმსში" გამოქვეყნებული პუბლიკაცია. გამოცემის ცნობით, გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის, ჯეიმს კომის გათავისუფლების შემდეგ უწყებამ გამოძიება იმის დასადგენად დაიწყო, მოქმედებდა თუ არა დონალდ ტრამპი რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ. აშშ-ის პრეზიდენტმა ამ სტატიას ყველაზე შეურაცხმყოფელი უწოდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები