20 აპრილი 2024,   10:40
ვრცლად
არ შეიძლება, ვთქვათ, რომ საფუძველს მოკლებულია ამ დისკუსიის დაწყება - თალაკვაძე ცილისწამების შესახებ კანონზე 

არ შეიძლება, ჩვენ ვთქვათ, რომ საფუძველს მოკლებულია ამ დისკუსიის დაწყება - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ სალომე ზურაბიშვილის მიერ ცილისწამების შესახებ კანონთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინიციატივაზე გააკეთა.

თალაკვაძე ამბობს, რომ ცვლილებების შემთხვევაში ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება მაღალ სტანდარტზე დარჩება. მისივე თქმით, კონკრეტულ რეგულაციებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

არჩილ თალაკვაძეს მაგალითად საფრანგეთი მოჰყავს და ამბობს, რომ მიღებულ კანონს დეტალურად გაეცნობიან და არ გამორიცხავს, რომ ამ კანონის ავტორებთან სამუშაო შეხვედრებიც გაიმართოს.

„დისკუსიის დაწყება ჩვენს საზოგადოებაში ამასთან დაკავშირებით თუ როგორ შეიძლება, ჩვენ წინ აღვუდგეთ ცრუ ინფორმაციას, როგორ შეიძლება წინ აღვუდგეთ იმ სიძულვილის ენას, რომელიც ვნახეთ, თუნდაც ბოლო არჩევნების დროს, თუმცა მას შემდეგაც არ შემწყდარა ეს ნაკადი, არის, ვფიქრობ, აქტუალური. ეს არ შეიძლება, ჩვენ ვთქვათ, რომ საფუძველს მოკლებულია ამ დისკუსიის დაწყება. რაც შეეხება საკანონმდებლო რეგულაციებს, ჯერ ძალიან ადრეა კონკრეტულ რეგულაციაზე საუბარი, მაგრამ მე მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ საფრანგეთმა მიიღო ახალი კანონი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე. ჩვენ დეტალურად გავეცნობით ამ კანონს, სავარაუდოდ, გვექნება სამუშაო შეხვედრები მათ ავტორებთანაც და ვფიქრობთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ის გადაწყვეტილებები, რომელიც მომავალში შესაძლოა იყოს მიღებული, იქნება განხილული იმ ჭრილში, რომ გამოხატვის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დარჩეს მაღალ სტანდარტზე, როგორიც იყო აქამდე,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები