19 აპრილი 2024,   15:12
ვრცლად
თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი საახალწლო წარმოდგენისთვის ემზადება

ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი საახალწლო წარმოდგენისთვის ემზადება. წარმოდგენა 15 იანვარს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.

ორმოქმედებიან დადგმაში მონაწილეობას მოსწავლეები მიიღებენ. პირველი მოქმედება საახალწლო პროგრამას და მეორე ნაწილი სპექტაკლის, "ექიმი აიბოლიტის" განახლებულ ვერსიას დაეთმობა.

წარმოდგენამდე 2 დღით ადრე ბავშვებმა რეპეტიცია გაიარეს, რომელსაც საბალეტო დასის ხელმძღვანელი, ნინო ანანიაშვილიც ესწრებოდა. 

დღის ამბები