24 აპრილი 2024,   03:32
ვრცლად
ზაალ უდუმაშვილმა აწყვერელების მრავალშვილიან ოჯახს ახალი წელი მიულოცა 

ახალი წელი გაერთიანებული ოპოზიციის, "ძალა ერთობაშია"-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა აწყვერელების მრავალშვილიან ოჯახს მიულოცა.

სოციალურად დაუცველი ოჯახი ერთ პატარა ოთახში, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბავშვებს საახალწლო საჩუქრები მიუტანეს და ქვეყანაში შექმნილი ურთულესი სოციალური მდგომარეობის შესახებ, კიდევ ერთხელ ისაუბრეს.

„იმის ნაცვლად, რომ ეს ბავშვები ფიქრობდნენ როგორ მიიღონ განათლება, მათი მშობლები ფიქრობდნენ იმაზე, რომ სად ასწავლონ მათ შვილებს, ეს ოჯახი ფიქრობს იმაზე, როგორ გამოკვებოს ეს სამი შვილი და ყოველდღიურად როგორ იშოვოს ეს ლუკმა პური ამ ბავშვებისთვის. ბებია უფასო სასადილოთი სარგებლობს და იქიდან მოაქვს ყოველდღიურად პური ამ ბავშვებისთვის. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, სადაც ჩვენი ბავშვები იფიქრებენ სწავლაზე და განათლებაზე და არა იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიკვებონ ყოველდღიურად“- აცხადებს უდუმაშვილი

დღის ამბები