24 აპრილი 2024,   16:36
ვრცლად
ავიაკატასტროფას ირანში 15 ადამიანი ემსხვერპლა 

ავიაკატასტროფას ირანში 15 ადამიანი ემსხვერპლა. შეიარაღებული ძალების კუთვნილმა სატვირთო თვითმფრინავმა, რომელიც ჩარტერულ რეისს ბიშკეკიდან ასრულებდა, კატასტროფა თეირანის მახლობლად განიცადა.

გავრცელებული ცნობით, ბოინგ -707 ცუდ ამინდში დაშვებას ცდილობდა, რა დროსაც დასაფრენ ბილიკს გაცდა და კედელს შეეჯახა, რომელიც აეროპორტს დასახლებული რაიონიდან ჰყოფდა.

შეჯახების შემდეგ თვითმფრინავს ხანძარი გაუჩნდა და თითქმის მთლიანად დაიწვა.

კატასტროფას ბორტზე მყოფი 16 ადამიანიდან მხოლოდ ერთი გადაურჩა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

დღის ამბები