24 აპრილი 2019,   08:52
ვრცლად
სამი თვის წინ ინდონეზიის სანაპიროზე ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის მეორე შავი ყუთი იპოვეს

ინდონეზიის სანაპიროზე სამი თვის წინ ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის მეორე შავი ყუთი იპოვეს. საბორტო ჩანაწერები წყლიდან უკვე ამოიტანეს. შავი ყუთი გატეხილია, თუმცა შესაძლოა მონაცემები დაზიანებული არ იყოს.

კომპანია "ლაიონ ეარის" კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა ოქტომბერში განიცადა და 189 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ლაინერი ზღვაში ჩავარდა, მაგრამ მისი ნაწილები ნაპოვნი არ არის.

კატასტროფის გამომწვევ მთავარ მიზეზად თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.

დღის ამბები