20 აპრილი 2024,   01:37
ვრცლად
„ალბათ, გადახედა ჩემს დამსახურებებს" - ტრისტან წითელაშვილი პრემიერის მილოცვაზე საუბრობს

პრემიერმინისტრის საახალწლო მისალოცი ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულ პოლკოვნიკს - ტრისტან წითელაშვილი აცხადებს, რომ მამუკა ბახტაძემ სამშობლოს წინაშე მისი დამსახურებები დაუფასა. მისივე თქმით, ასეთივე მილოცვა მას კვირიკაშვილისგანაც აქვს მიღებული.

„ალბათ, გადახედა ჩემს წარსულს, ჩემს დამსახურებებს ჩემი ქვეყნის წინაშე. აფხაზეთი-სამაჩაბლოს ბრძოლასთან დაკავშირებით და ის, რაც შეიარაღებულ ძალებში გამიკეთებია და დამინერგია. ყოველ წელიწადს მომდის მოლოცვები, როგორც ვეტერანს მომილოცა კვირიკაშვილმა შარშან და სა​ჩუქრებიც კი მივიღეთ, ერთი ბოთლი კონიაკი იყო და ერთი ბოთლი ღვინო,“- ამბობს წითელაშვილი.

“ქართული ოცნების“ დეპუტატები კი უხერხულ კითხვებს გაურბიან და ვეღარც კი იხსენებენ, ვინ არის წითელაშვილი.

ტრისტან წითელაშვილი სასჯელს ჯაშუშობისთვის იხდიდა და ის ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა.

დღის ამბები