19 აპრილი 2024,   19:05
ვრცლად
მმართველი პარტიის წევრების ნაწილი წითელაშვილს ვერ იხსენებს, ნაწილი კი პრემიერის მისალოცის დედანს ითხოვს

რატომ გაუგზავნა საახალწლო მილოცვა პრემიერმინისტრმა ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულ პოლკოვნიკს - ტრისტან წითელაშვილი აცხადებს, რომ პრემიერმა სამშობლოს წინაშე მისი დამსახურებები დაუფასა. მისივე თქმით, ასეთივე მილოცვა მან კვირიკაშვილისგანაც აქვს მიღებული.

“ქართული ოცნების“ დეპუტატები კი უხერხულ კითხვებს გაურბიან და ვეღარც კი იხსენებენ, ვინ არის წითელაშვილი. წითელაშვილი სასჯელს ჯაშუშობისთვის იხდიდა და ის ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი კი ამბობს, რომ მისალოცი ბარათი, რომელიც წითელაშვილმა Facebook-ის გვერდზე ატვირთა, დედანი არ არის. არჩილ თალაკვაძის თქმით, სანამ დედანს არ ნახავს, ამ საკითხზე საუბარი გაუჭირდება.

„ეს ამობეჭდილი ფოტოა, შესაბამისად, თუ მე არ მექნება ხელთ ორიგინალი, რაზე ვსაუბრობთ, კომენტარს არ გავაკეთებ,“- ამბობს თალაკვაძე.

დღის ამბები