20 აპრილი 2024,   16:42
ვრცლად
14 იანვარი - საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა - დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს შენობის ისტორიული აივნებიდან დეპუტატებმა და საკრებულოს თავმჯდომარემ საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოფინეს. 

„ჩვენ, თბილისის საკრებულო დიდი სიამოვნებით შევუერთდით ამ აქციას და ხედავთ, რომ საკრებულოზე არის გამოფენილი საქართველოს დროშა. მინდა მივულოცო ყველას, თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული აქცია მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური იქნება." - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ.

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოუწოდებს მოსახლეობას სახელმწიფო დროშები ავტომანქანებსა და სახლის სახურავებზე აღმართონ ან დროშა ფანჯრიდან გადმოფინონ, რათა ეს დღე ნამდვილ ეროვნულ, სახალხო დღესასწაულად იქცეს.

„სახელმწიფო დროშა უმთავრესად არის თითოეული ჩვენი მოქალაქის, ჩვენი ოჯახების ეროვნულობის სიმბოლო, ჩვენი ღირსების სიმბოლო და ძალიან მიხარია, რომ საკრებულო ჩაერთო იმ კამპანიაში, რომელიც წამოიწყო ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ოჯახებიდან, სხვადასხვა უწყებებიდან აღვმართეთ და გადმოვფინეთ სახელმწიფო დროშები,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა.

დღის ამბები