19 აპრილი 2024,   16:16
ვრცლად
H1N1-ით გორში 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა 

გორში გრიპის ვირუსით 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა  - მამაკაცი კლინიკა "გორმედში" მკურნალობდა და არსებული ინფორმაციით, ის გუშინ გარდაიცვალა. 

გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად H1N1 შტამის ვირუსი ოფიციალურად დადგენილია. შემთხვევა გუშინ მოხდა. 

დეკმებრის შუა რიცხვებიდან დღემდე გრიპის ვირუსით გარდაცვლილ 17 ადამიანს  H1N1  შტამის ვირუსი დაუდგინდა. 

„შემოსული იყო მაღალი ცხელებით, სუნთქვის უკმარისობით, ამასთან იყო ღვიძლის მძიმე უკმარისობა,“-ამბობს “გორმედის" კლინიკური დირექტორი დავით ყაზაიშვილი.

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები