"მხოლოდ ქართული" გადამწყვეტ და ყველაზე დაძაბულ ფაზაში შედის. დღეს მეგაშოუს ნახევარ ფინალია და 5 კონკურსანტიდან ერთი შოუს დატოვებს.
სწორედ დღეს გაიგებს მაყურებელი იმ 4 ფინალისტის ვინაობას, რომლებიც გამარჯვებისთვის ბრძოლას შემდეგ ორშაბათს გააგრძელებენ.
დაძაბულობა პიკს აღწევს იმის გამოც, რომ ფინალისტების ვინაობას მხოლოდ მაყურებელი და ჟიური გადაწყვეტს და "რუსთავი 2" ვერც ერთი მათგანის გადარჩენას ვეღარ შეძლებს.
"მხოლოდ ქართულის" კონკურსანტების თქმით, დღეს მათთვის ძალიან საპასუხისმგებლო დღე არის. მათ პირველად მიეცათ იმის შანსი, რომ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მსმენელის და ჟიურის წინაშე წარდგნენ ორკესტრთან ერთად.
აკომპანემენტს მეგაშოუს კონკურსანტებს სიმფონიური ორკესტრი გაუწევს, მათთან ერთად სცენაზე იქნება ნიკოლოზ რაჭველი, რომელიც ამ ტურზე კონკურსანტებთან ერთად მთელი კვირა მუშაობდა.
„მღელვარება არის რა თქმა უნდა იმიტომ, რომ პირველად ვმღერი ორკესტრთან ერთად, ფილარმონიაში თან და ნიკა მემანიშვილის ხელმძღვანელობით. ორკესტრი რომ გიკრავს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და თან სიმღერა მაქვს ისეთი საპასუხისმგებლო, რომ ეგეთი საპასუხისმგებლო სიმღერა არც ერთ ლაივზე არ მქონია, გულწრფელად და თამამად ვამბობ მართლა იმიტომ, რომ ძალიან ისეთი სიმღერაა, რომ მოისმენთ მიხვდებით. მინდა რომ კარგად შევასრულო და ვნახოთ რა იქნება,“ - განაცხადა გიორგი კელაპტრიშვილმა.
"მხოლოდ ქართული" ტრადიციულად 22 საათზე "რუსთავი 2"-ის ეთერში დაიწყება.