მასშტაბური საკადრო წმენდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში - "კურიერის" ინფორმაციით, რეგიონული სამსახურების პირველ პირებს თანამდებობები დაატოვებინეს.
საკადრო გადაადგილებას ექვემდებარება უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი, რომლებიც სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის გარემოცვის წევრებად სახელდებიან.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ საკადრო წმენდა სუს-ში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურში ხელისუფლებისთვის არასასურველ შედეგებსა და მეორე ტურში გარკვეული რეგიონების წაგებას უკავშირდება.
"კურიერში" 21:00 საათზე - პოლიტიკური შურისძიება არჩევნების წაგებული პირველი ტურის გამო. რა ელოდება თავად სოსო გოგაშვილს და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ივანიშვილი ვახტანგ გომელაურთან დაკავშირებით, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიღმა დარჩეს