23 ოქტომბერი 2019,   05:26
ვრცლად
ქადაგება მძიმე პოლიტიკური გზავნილებით - მეუფე გრიგოლი ხელისუფლებას და საპატრიარქოს ნაწილს უპირისპირდება

სკანდალური ქადაგება და ღია განცხადება წმინდა სინოდში არსებული განხეთქილების შესახებ - მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროს უმწვავესი საკითხი, ქართული ეკლესიის შიდა დაპირისპირების მიზეზიც ხდება.

ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტის ძველით საახალწლო ქადაგება საზეიმოზე მეტად მძიმე პოლიტიკური გზავნილებით იყო გაჯერებული. მეუფე გრიგოლი ქადაგებაში პირდაპირი წერს, რომ დღეს ეკლესია ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრავს, ეკლესიის გავლენით კი საერთო ხელისუფლება, უდიდეს შეცდომას უშვებს, როდესაც არ ულოცავს უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის აღდგენას.

გავლენიანი სასულიერო პირის მიერ ეკლესიის და ხელისუფლების მწვავე კრიტიკამ მმართველ პარტიაში დაბნეულობა გამოიწვია. უკრაინის თემაზე „ქართულმა ოცნებამ“ პასუხისმგებლობა საპატრიარქოს დააკისრა.

პოლიტიკური ქადაგების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მხილების ეპიზოდს ეხება. სინოდის წევრი პირდაპირი მიანიშნებს, რომ ვინც დღეს უკრაინისთვის ავტოკეფალიის აღდგენის მილოცვას აჭიანურებს, რუსულ თამაშს თამაშობს. მთავარეპისკოპოსი ფიქრობს, რომ ქვეყანაში სიმართლის დრო უნდა დადგეს, როდესაც მრევლი გაიგებს იმ ადამიანებს გვარებს, ვინც ეკლესიის და ხელისუფლების სახელით მოსკოვის ინტერესებს ემსახურება.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მეუფე გრიგოლის მწვავე ქადაგებისთვის დღეს ამბიონიდან არ უპასუხა. მეუფე გრიგოლის საკვირაო ქადაგების შემდეგ თეოლოგები ამბობენ, რომ ეკლესია და ქვეყნის მთავრობა შეუქცევად კრიზისს უახლოვდება.

საქართველოს ეკლესიის და ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების არაფრისმთქმელი პოზიცია კი იმაზე ხმაურიანი აღმოჩნდა, ვიდრე ერთი მილოცვა იქნებოდა. სინოდის წევრების ნაწილი არ დაელოდა ოფიციალური პოზიციის გამოქვეყნებას და უკრაინელ მრევლს ეკლესიის დამოუკიდებლობა ღიად მიულოცა.

აამოქმედებს თუ არა ურჩი მღვდელმთავრების მიმართ საპატრიარქო სანქციებს, უცნობია. ილია მეორეს სამდივნო უკვე მერამდენე დღეა, დუმს.

დღის ამბები