25 აპრილი 2024,   17:27
ვრცლად
საკადრო წმენდა სუს-ში - რეგიონული სამსახურების უფროსებს პოსტები დაატოვებინეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დიდი საკადრო წმენდა დაიწყო. ცვლილებები ძირითადად რეგიონალურ სამსახურს ეხება. როგორც ირკვევა, პოლიტიკური ხელმძღვანელობის უკმაყოფილების მიზეზი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგია.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის შურისძიებაა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ქვეყნის არაფორმალური მმართველი საპრეზიდენტო არჩევნებში ნაჩვენები ცუდი შედეგით უკმაყოფილოა და ახლა სწორედ იმ რეგიონების ხელმძღვანელებს სჯის, სადაც ზურაბიშვილმა არჩევნები წააგო. წმენდის კიდევ ერთი მიზეზი სუს-ში ძალთა ახალი გადანაწილებისთვის ბრძოლაა, რასაც სავარაუდოდ სოსო გოგაშვილის კადრები ეწირებიან.

სუს-ის მაღალჩინოსნებს 7 იანვარს უთხრეს, რომ კაბინეტები უნდა დაცალონ. უსაფრთხოების სამსახურში „კურიერს“ უდასტურებენ, რომ ყველა რეგიონული სამსახურის უფროსი იცვლება და საკადრო გადაადგილებები სხვა თანამშრომლებსაც ეხებათ.

ერთ-ერთ პირველი ვისაც თანამდებობა დაატოვებინეს აჭარის სუს-ის უფროსი ირაკლი ერისთავი იყო. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ერისთავი შიდა კლანურ ბრძოლას შეეწირა, რადგან თავის დროს ის ამ პოსტზე სუს-ის უფროსის მოადგილემ სოსო გოგაშვილმა დანიშნა.
გათავისუფლებულთა შორის არის ილია შენგელია, რომელიც ასევე სოსო გოგაშვილის გარემოცვის წევრია.

გაზეთ "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორის ინფორმაციით კი, მიღებულია თავად სოსო გოგაშვილის დაკავების პოლიტიკური გადაწყვეტილებაც.

ვრცელდება ინფორმაცია თავად სუს-ის უფროსის ვახტანგ გომელაურის შესახებაც. კულუარებში ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ჯერ მასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

დღის ამბები