23 ოქტომბერი 2019,   05:16
ვრცლად
H1N1-ით გარდაცვალების 16 შემთხვევა - საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დეფიციტია

H1N1-ის გავრცელების ახალ ტალღას შესალოა მოსახლეობა მოუმზადებელი დახვდეს. ქვეყანაში გრიპის ვირუსის ვაქცინის დეფიციტია. სააფთიაქო ქსელების მარაგში აღარ არის პრეპარატი, რომელსაც მწვავე ვირუსის პრევენციისათვის იყენებენ.

პრეპარატი არც ერთ აფთიაქში აღარ იყიდება და არც ის იციან, როდის შეივსება დეფიციტი სააფთიაქო ბაზარზე.

გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი არ იყიდება არც რეგიონებში. მოსახლეობის მოთხოვნა კი საკმაოდ დიდია.

გრიპის ვირუსით გარდაცვალების ბოლო ფაქტი გორში წუხელ დაფიქსირდა. 48 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ეს გრიპით გარდაცვალების უკვე მე-17 შემთხვევაა, თუმცა სპეციალისტების თქმით, ლაბორატორიულად დადასტურებული სულ H1N1 16 ფაქტია. ბოლოს ღორის გრიპი 10 თვის ბავშვს დაუდგინდა, რომელიც კლინიკაში წითელას დიაგნოზით შეიყვანეს. 

ბოლო 5 წლის განმავლობაში, წელს ვაქცინაციის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. ამ დროისთვის გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრა უკვე 55 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები