19 აპრილი 2024,   10:57
ვრცლად
"მაღაზიები 2 წლის განმავლობაში ხუთჯერ გატეხეს" - ზოომაღაზიების ქსელი "ზოომარტი" შსს-ს უმოქმედობაში ადანაშაულებს

ზოომარტი ქსელში არსებული ზოომაღაზიების გაქურდვის სტატისტიკას აქვეყნებს და შსს-ს უმოქმედობაში ადანაშაულებს. სპეციალურ განცხადებაში წერია, რომ 2017 წლიდან 2019 წლამდე მაღაზიები ხუთჯერ გაქურდეს, რამაც ქსელი ფინანსურად მნიშვნელოვნად დააზარალა.

მხოლოდ 7 იანვარს მომხდარი ბოლო ქურდობის შედეგად, ზოომარტის ბიუჯეტმა 13 ათასლარიანი ზარალი განიცადა. ამ ფონზე კი სამართალდამცველებს არც ერთი შემთხვევა არ გამოუძიებიათ და ისინი მხოლოდ ადგილიდან ვიდეო ჩანაწერის ამოღებით შემოიფარგლნენ.

ზოომარტის წარმომადგენლები იმედს იტოვებენ, რომ სათანადო რეაგირების გარეშე ბოლო შემთხვევა მაინც არ დარჩება. 

დღის ამბები