25 აპრილი 2024,   02:59
ვრცლად
„რაში უნდა მაინტერესებდეს კახეთში სუს-ის უფროსი შეიცვლება თუ არა" - ბექა ნაცვლიშვილი

„რაში უნდა მაინტერესებდეს კახეთში სუს-ის უფროსი შეიცვლება თუ არა, რა გგონიათ, რატომ უნდა მაინტერესებდეს. არ ვიცი, რაღაცას უკავშირდება, არ ვიცი, რას უკავშირდება,“- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკადრო წმენდის შესახებ დასმულ შეკითხვას.

მმართველი გუნდის დეპუტატის თქმით, არ იცნობს ალექსანდრე ხოჯევანიშვილს, რომელიც „კურიერის“ წყაროს ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ ინიშნება.

ნაცვლიშვილის თქმით, სუს-ში საკადრო გადაადგილებების საკითხი მას საერთოდ არ აინტერესებს.

„დამისვით ისეთი კითხვები, რომელიც არის პოლიტიკოსის მისამართით მიმართული და არა ანალიტიკოსების მიმართ, არ ვიცი, ვერ გიპასუხებთ. სიმართლე გითხრათ, გვარი სახელი - ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ვიცი, მაგრამ პიროვნულად არ ვიცნობ,“- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკადრო წმენდა დაიწყო. ცვლილებები ძირითადად რეგიონალურ სამსახურს ეხება. ათობით თანამშრომელი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს და კადრების სამსახურის განკარგულებაში გადაიყვანეს.

„კურიერს“ სანდო წყარო უყვება, რომ სუს-ს უფროსის პირველ მოადგილედ შსს-ის გენერალური ინსპექციის უფროსი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დაინიშნება. „რუსთავი 2"-ის წყაროს ცნობით, გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილთან უკვე შეთანხმებულია.

ამავე თემაზე
დღის ამბები