20 აპრილი 2024,   01:23
ვრცლად
„მცდელობა კი არა, გადაწყვეტილება იყო" - კობახიძე ბესელიას პოსტიდან ჩამოშორების თემაზე საუბრობს

„მცდელობა კი არა, გადაწყვეტილება იყო, რომელიც ამასთან დაკავშირებით იქნა მიღებული,“- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ვიცე-სპიკერის თანამდებობის შეთავაზებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან მისი ჩამოშორება სურდა.

ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიასთვის ვიცე-სპიკერის პოზიციის დაკავების შეთავაზების თემაზე კომენტარი, საფრანგეთში გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ გუნდურობის პრინციპს უფრთხილდებიან.

„მცდელობა კი არა, გადაწყვეტილება იყო, რომელიც ამასთან დაკავშირებით იქნა მიღებული. ამას ჰქონდა კონკრეტული საფუძველი და ეს საფუძველი არის ჩვენი შიდა სამზარეულო და ამიტომ ვერიდებით ამაზე საუბარს. ჩვენ ვუფრთხილდებით გუნდურობას,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები