25 აპრილი 2024,   15:54
ვრცლად
როგორც საერო, ისე სასულიერო ხელისუფლება ამ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე გააკეთებს თავის განცხადებას - თეა წულუკიანი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე 

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებიდან და ტომისის გადაცემიდან 10 დღე გავიდა, თუმცა საპატრიარქოც და ქვეყნის ხელისუფლებაც ამ დრომდე დუმს. არც ერთ ოფიციალურ პირს პარტნიორი სახელმწიფოსთვის ისტორიული წარმატება არ მიულოცავს.

საკითხზე კომენტირებისას იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ავტოკეფალიის მილოცვის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ერთიანად უნდა მიიღოს. შესაბამისად განცხადებაც უნდა იყოს საერთო და არა რომელიმე კონკრეტული მინისტრის. 

„მე ვფიქრობ, რომ როგორც საერო, ისე სასულიერო ხელისუფლება ამ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე გააკეთებს თავის განცხადებას და მე არ ვფიქრობ, რომ ამ განცხადებების გაკეთებას, ერთმა რიგითმა და მით უმეტეს იუსტიციის მინისტრმა უნდა დაასწროს,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

დღეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდამჭერი პეტიცია  გავრცელდა. საქართველოს ეკლესიის წევრები ​წმინდა სინოდს მიმართავენ. პეტიციის ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ შელახავს საკუთარი ავტოკეფალიის ისტორიას და დაამოწმებს ევქარისტიულ ერთობას უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

ამავე თემაზე
დღის ამბები