25 აპრილი 2024,   02:25
ვრცლად
მოსკოვის სასამართლო აზოვის ზღვაში დაკავებული უკრაინელების საქმეს განიხილავს

მოსკოვის სასამართლო აზოვის ზღვაში დაკავებული უკრაინელების საქმეს განიხილავს. სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

მოსამართლემ მეზღვაურებისთვის პატიმრობის სამი თვით გახანგრძლივებაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ამ შუამდგომლობით მას სახელმწიფო ბრალმდებელმა მიმართა.

მეზღვაურები  მოსამართლის შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე უარს ამბობენ.  სასამართლოს შენობის გარეთ ერთკაციანი საპროტესტო აქცია იმართება. მისი მონაწილე უკრაინელი ტყვეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

24 უკრაინელი მეზღვაური რუსებმა სამხედრო გემებთან ერთად 25 ნოემბერს აზოვის ზღვაში დააკავეს. მათ რუსეთის უშიშროების სამსახური საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებს.

დღის ამბები